ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება
ყველა ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცესის დიგიტალიზაციის გარეშე ადმინისტრაციული ხარჯები არ შემცირდება. სისტემა ავტომატიზირებს ყველა რუტინულ ამოცანას, აჩქარებს პროცესებს და მკაფიოდ პროგნოზირებადს ხდის შედეგებს.
დადგა წლების მანძილზე დაგროვილი
პრობლემების გადაჭრის დრო!
პროცესებზე სათანადო კონტროლის არქონა და ქაღალდის დოკუმენტაციის
მიმოქცევა წარმოადგენს პირდაპირ გზას არაეფექტიანი მართვისა და ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდისაკენ.
ადმინისტრაციული ფუნქციების დუბლირება, ბუნდოვანი პასუხისმგებლობა
შედეგებზე ან პროცესების გადაჭარბებული ბიუროკრატიზაცია - მხოლოდ აუარესებს
სიტუაციას.
ტიპიური პრობლემები
დროის დეფიციტი
ადმინისტრაცია გადაიქცა ნებისმიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ბიუროდ და მას
არ ჰყოფნის დრო ტავისი უშუალო სამუშაოს შესასრულებლად.
არავის არ ეკისრება პასუხისმგებლობა
ყველა პასუხისმგებელია ყველაფერზე და არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს, ან
პირიქით, პროცედურა იმგვარადაა გაწერილი, რომ საერთოდ შეუძლებელი ხდება
წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა.
სამუშაოს ხარისხი უარესდება
რამდენი თანამშრომელიც არ უნდა დაიქირავო, ან შეცვალო - სამუშაოს ხარისხი არ
უმჯობესდება. შტატის გაზრდასთან ერთად უარსედება პროცესების მართვადობა და
მცირდება სამუშაოების შესრულების ეფექტიანობა.
ვერ ხერხდება პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა
სამუშაო დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება პრობლემის წარმოქმნის გარემოებებისა
და ბრალეული პირების გამოვლენაზე, და არა ამ პრობლემების გადაჭრაზე.
მთელი დრო ეთმობა რუტინულ ამოცანებს
თქვენი ბუღალტრები თავის სამუშაო დროს ყოველდღიურად უთმობენ ტიპიურ
საბუღალტრო ამოცანებთან დაკავშირებულ რუტინულ სამუშაოს.
ბუღალტერია აღარ ექვემდებარება კონტროლს
ბუღალტერია კლიენტებისაგან იღებს უსასრულო კითხვებს დაზუსტებებისა და
ურთიერთანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ რეგულარული შეჯერებების
განხორციელების თაობაზე.
გეცნობათ ეს?
ეს არის ტიპიური პრობლემები, რომლებსაც აწყდებოდნენ ჩვენი კლიენტები ჩვენს
გაცნობამდე.
თუ ამ ჩამონათვალში აღმოაჩენთ თქვენს საკუთარ პრობლემებს, მაშინ უნდა
განაგრძოთ კითხვა და დარწმუნებული იყავით, რომ უკვე გაქვთ ამ პრობლემების
გადაჭრის საიმედო ინსტრუმენტი!
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ პროცესების დიგიტალიზაცია და ავტომატიზაცია წარმოადგენს ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესის ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას.
ჩვენ არ ვყიდით სასწაულს, არამედ, მხოლოდ წარმოგიდგენთ საიმედო და მარტივ ინსტრუმენტს, რომელიც მოგცემთ საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და
თქვენთვის კომფორტული გზით განახორციელოთ თქვენი ბიზნესის დიგიტალიზაცია.
და შემდგომ
ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული
ერთხელ დაჟინებით, თქვენ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებთ პრობლემების
უმრავლესობას!
ამისათვის, ჩვენ გთავაზობთ ორ პროდუქტს
როგორ მუშაობს ეს?
პროცესებს მართავთ თქვენ, და არა პირიქით
ყველა ტიპიურ ამოცანას თანამშრომლები ასრულებენ მკაცრად დადგენილი
პროცედურის ფარგლებში და თითოეულ ტიპიურ ამოცანას გააჩნია საკუთარი ცალკე
განყოფილება. განაცხადებისათვის, თქვენ იყენებთ განაცხადების განყოფილებას,
ხოლო ბუღალტერიისათვის - ფინანსების განყოფილებას. სწრაფი სახელმძღვანელო
გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი ყველანაირი ინფორმაცია
თავმოყრილია ხელმძღვანელის მოსახერხებელ ინტერფეისში.
თქვენ არ ხართ დამოკიდებული კონკრეტულ შემსრულებლებზე
თქვენს გუნდში არავინაა შეუცვლელი. არ არსებობს ისეთი პირი, რომლის
გათავისუფლების შემთხვევაში თქვენ მოგიწევდათ მასზე გამავალი ინფორმაციის
აღდგენა. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ პოზიციაზე შეგიძლიათ ახალი
შემსრულებლის დანიშვნა და ის მაშინვე შეუდგება თავისი უშუალო
ვალდებულებების შესრულებას.
გყავთ ოპტიმალური რაოდენობის პერსონალი
ახლა, როდესაც ყველა პროცესი თქვენს თვალწინაა, თქვენ ხედავთ თქვენი
თანამშრომლების რეალურ დატვირთვას. ბიზნესის ეფექტიანად მართვის მიზნით,
იყოლიეთ მხოლოდ თანამშრომელთა აუცილებელი რაოდენობისაგან შემდგარი
გუნდი. შესაძლოა, უფრო ხელსაყრელი შეიქნეს ზოგიერთი პროცესის გადაყვანა
მოწვეულ პერსონალზე.
შეგიძლიათ მოითხოვოთ მაქსიმალური ეფექტიანობა
გამართული პროცესების წყალობით, პერსონალს უწევს იყოს ეფექტიანი, ხოლო ახალ
თანამშრომლებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ შეუდგნენ მმოვალეობების
შესრულებას. არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შესახებ დაუყოვნებლივ შეიტყობთ
კლიენტებთან უკუკავშირის და სისტემაში არსებულ ყველა მოვლენასთან წვდომის
მეშვეობით. ეს სტიმულს აძლევს თანამშრომლებს, რომ რაც შეიძლება მალე და
ხარისხიანად შეასრულონ თავისი დავალებები.