საბუღალტრო აღრიცხვის გამარტივება
საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია აქვეა
ხელმისაწვდომი. ამიერიდან, დარიცხვებთან, ანგარიშების წარდგენასა და
გადახდების განაწილებასტან დაკავშირებულ მთლიან მიმდინარე სამუშაოს ერთი ადამიანიც გაუმკლავდება, ამაზე მინიმალური დროის დახარჯვით.
ბალანსი
საწარმოს ფინანსური მდგომარეობა იცვლება ონლაინ რეჟიმში. თქვენ მარტივად შეძლებთ საჭირო პარამეტრების მიხედვით კრედიტორების ფილტრაციას და დარიცხვების სრული ისტორიის ნახვას.
კრედიტორებთან მუშაობა
ვალის 6 თვემდე გადავადება შეგიძლიათ განახორციელოთ 2 დაწკაპუნებით.
კრედიტორის შე მდგომი ანგარიშები ავტომატურად დაკორექტირდება გადავადების
ყოველთვიური თანხით.
სწრაფი ქმედებები
მყისიერი გადასვლა განყოფილებებზე, რომლებიც ითხოვენ ყურადღებას მთავარი
ეკრანიდან. თქვენ ერთბაშად ხედავთ პრობლემური კლიენტების, კონტრაქტების
რაოდენობას და ავტომატური ჩარიცხვისათვის განკუთვნილ შემოსულ თანხებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო რეკვიზიტები.

ავტომატური დარიცხვები და ანგარიშების დაგზავნა
ანგარიშე ბთან მუშაობა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი. რუტინული ოპერაციები
ხორციელდება ავტომატურად, ფონურ რეიმში - თქვენ მუშაობთ სიასთან, რომელიც
მოიცავს უკვე ფორმირებულ და დაგზავნილ ანგარიშებს, კლიენტის ელექტრონულ
ფოსტაზე მათი მიწოდების გარანტიით.

ყოველთვიური ანგარიშები
სისტემა ავტომატურად ასრულებს ყველა ანგარიშის ფორმირებას ხელმოწერილი ხელშეკრულებების მიხედვით და აგზავნის ამ ანგარიშებს თქვენს კლიენტებთან. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ანგარიში დროულად იქნება წარდგენილი და არცერთი მათგანი არ იქნება გამოტოვებული.
გადახდების კონტროლი
წარდგენილი ანგარიშების სია საჭირო ფილტრებით და გადახდის სტატუსები ყოველთვის თქვენს თვალწინ არის. შეინარჩუნეთ სრული კონტროლი სიტუაციაზე და ჭკვიანი ფილტრების მეშვეობით მყისიერად გაიგეთ, ხომ არ შემოსულა რაიმე გადახდა რომელიმე ანგარიშზე გარკვეული დროის განმავლობაში.
ანგარიშების გამოწერა ხელით
დამატებითი მომსახურებისათვის ანგარიშის გამოსაწერად შეგიძლიათ უბრალოდ
აირჩიოთ საჭირო შაბლონი ან ხელით შეავსოთ გადახდის დანიშნულება და თანხა.

ტიპიური დოკუმენტების შაბლონების ფორმირება
ტიპიური დოკუმენტებისთვის ერთი ან მეტი შაბლონის შექმნის შემდეგ - შეგიძლიათ
მათი მრავალჯერ გამოყენება. სხვადასხვა კლიენტებთან იმუშავეთ სხვადასხვა
ფორის ხელშეკრულებებისა და ანგარიშების გამოყენებით.

კონტრაქტები
საკმარისია ერთხელ დაადასტუროთ კონტრაქტის ტექსტი, რათა შემდგომში
გამოიყენოთ ის შაბლონის სახით. ყველანაირი ცვლადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და საკონტაქტო მონაცემები, ავტომატურად იქნება ამოღებული მონაცემთა ბაზიდან. ახალი კონტრაქტის შექმნისას, საჭირო იქნება მხოლოდ კონტრაქტის
მოქმედების ვადის და მომხმარებლის რეგულარული გადახდების დაანგარიშების
პარამეტრების მითითება.
ანგარიშები
აირჩიეთ ანგარიშების მოსა ხერხებელი და ნაცნობი ფორმა, თქვენს ბიზნესში ან
რეგიონში მიღებულის შესაბამისად. თქვენი კლიენტები ვერ შეამჩნევენ ვიზუალურ
ცვლილებებს და არ იგრძნობენ დისკომფორტს ბუღალტერიის ავტომატიზირებულ ინსტრუმენტებზე გადასვლისას.
